კოდინგის კლუბის მეცადინეობები
2018 სასწავლო წლის მარტიდან საპილოტე სკოლებში დაიწყო JavaScript- სწავლება უშუალოდ პროგრამულიკოდის წერის მეთოდით Khan Academy პლატფორმის გამოყენებით. მოსწავლეები დაეუფლებიან JavaScript პროგრამული ენის და ProcessingJS ბიბლიოთეკის გამოყენებას მხიარული ნახატებისა და ანიმაციების შესაქმნელად. პროგრამირების სწავლა ხელს უწყობს მოსწავლის ლოგიკური აზროვნებისა და პრობლემის გადაჭრის უნარების განვითარებას, რაც ამ პროექტის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს.
კოდინგის სასკოლო კლუბების პროექტში ჩართულია სსიპ ქალაქ ქუთაისის N33 საჯარო სკოლაც. კლუბში მეცადინეობს სკოლის 20 მოსწავლე. ონლაინ გაკვეთილების ინსტრუქტორია ექსპერტი სოფიო შინჯიკაშვილი. კლუბში მოსწავლეებს ფასილიტაციას უწევს სკოლის პედაგოგი მაია კაკაბაძე.
30 აპრილისათვის უკვე კლუბის 12 მეცადინეობა არის ჩატარებული შემდეგ თემებზე: პროგრამირების შესავალი, ხატვის საწყისები, გაფერადება, ცვლადები, ანიმაციის საწყისები, ინტერაქტიული პროგრამები, ზომის შეცვლა ცვლადებით, ტექსტი და სტრიქონები, ფუნქციები, ლოგიკა და If დებულებები, პროგრამების გამართვა. მომავალი თემები შეეხება ციკლებს, მასივებს და ობიექტებს.
მოსწავლეები ინტერესით მეცადინეობენ. მათ მოსწონთ ონლაინ სწავლების სტილი. საინტერესოდაა და მოსწავლისათვის გასაგებ ენაზეა დაგეგმილი ყოველი გაკვეთილი, რომელიც მოიცავს სასწავლო ვიდეოს, გამოწვევას-იგივე განმამტკიცებელ ინდივიდუალურ სამუშაოს და დავალებას პროექტის სახით. ყველა მოსწავლე მეცადინეობს თავისი პროფილით, ინსტრუქტორი ქალბატონი სოფიო ბიზნეს სკაიპით არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში, მის გაზიარებულ ეკრანს ყველა მოსწავლე ხედავს პროექტორის საშუალებით, ინსტრუქტორი მოსწავლეთა პროგრესს ონლაინში აკონტროლებს, მარტივი და გასაგები ენით აძლევს მოსწავლეებს საჭირო ინსტრუქციებს, პასუხობს მოსწავლეების შეკითხვებს და მოსწავლეებიც პასუხობენ მის გამოწვევებს. ბავშვები ერთმანეთს ეხმარებიან და ეს მეცადინეობები სახალისოა და საინტერესო. ფასილიტატორი ადგილზე აკვირდება მოსწავლეების საქმიანობას და აკეთებს დასწრების აღრიცხვას.
სკოლის ხელმძღვანელობა მადლობას უხდის ამ პროექტის ავტორებს და წარმატებებს უსურვებს მათ.
Комментарии
Отправить комментарий