კოდინგის კლუბი 33-ე სკოლაში
სკოლაში აგრძელებს საქმიანობას კოდინგის კლუბი, რომელსაც ხელმძღვანელობენ მათემატიკა-ისტ-ის პედაგოგი მაია კაკაბაძე და ისტ-ის პედაგოგი ნათია კამკამიძე.
2020-2021 სასწავლო წელს სსიპ ქალაქ ქუთაისის
N33 საჯარო სკოლაში ფუნქციონირება დაიწყო „კოდინგის კლუბმა“, სადაც პროგრამირების საწყისებს
ეუფლებიან მე-4, მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეები. კოდინგის კლუბში მეცადინეობები ჯერჯერობით
დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს Microsoft Teams-ის პლატფორმის გამოყენებით. ინოვაციურია
კლუბის სამუშაო რეჟიმი. კლუბის სამუშაო სრული კურიკულუმი გადმოღებულია ხანის აკადემიიდან.
ქვემოთ წარმოგიდგენთ ამ კურიკულუმის მცირე ნაწილს, რომელიც კოდინგის კლუბს სამუშაოდ
გაწერილი აქვს ამ სასწავლო წლის ბოლომდე, დაგეგმილია კლუბის მუშაობის გაგრძელება საზაფხულო
არდადეგების დროსაც.
Комментарии
Отправить комментарий