ტექნოლოგიური კლუბების ქსელის შეხვედრებზე

 

ვროკავშირის მხარდაჭერით, ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელის მონაწილე სკოლის მოსწავლეებისთვის გრძელდება ონლაინ შეხვედრების სესიები “ტექ პროფესიები”.

30 აპრილს, 19:00 საათზე, აღნიშნული სესიების ფარგლებში ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელის წევრი სკოლებისთვის გაიმართება ონლაინ შეხვედრა თამაშების შექმნის შესახებ, სადაც დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ თამაშების ინდუსტრიას, რატომ არის აღნიშნული მიმართულება მნიშვნელოვანი და გაიგონ მეტი დასაქმების პერსპექტივების შესახებ.

შეხვედრის მომხსენებელი იქნება გიორგი ჭყრუნიშვილი-AnimatronX-ის დამფუძნებელი, რომელიც მიმოიხილავს თამაშების ინდუსტრიაში არსებულ გამოწვევებს, გაგიზიარებთ პირად გამოცდილებას თუ როგორ შეიქმნა AnimatronX და გაგაცნობთ მათ მიერ შექმნილ ქართულ VR თამაშს.

AnimatronX-ის ნამუშევარი - https://fb.watch/cHoEJ9f7Eg/




Комментарии

Популярные сообщения