მე-12 შეხვედრა__ ანგარიში
სემესტრის დასასრულს კლუბის წევრებმა შეაჯამეს თავიანთი მუშაობა და ისაუბრეს ბევრ საკითხზე.
კოდინგის კლუბის ანგარიში
სსიპ ქალაქ ქუთაისის N33 საჯარო სკოლა
2022-2023 სასწავლო წლის 1-ლი სემესტრი
საკლუბო
მუშაობის დაწყების თარიღი: 2020 წლის სექტემბერი
კლასი: 4-5-6-7
მოსწავლეთა
რაოდენობა: 18
საგანი: კომპიუტერული
ტექნოლოგიები
მასწავლებელი: მაია კაკაბაძე
კლუბის მიზანი: მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება __ არაფორმალური განათლების ფარგლებში ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით:
მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ პროგრამული კოდის შექმნის, რედაქტირების და
გამოყენების უნარები. კლუბის საქმიანობა
მიმართულია ბავშვის მოტივაციის ამაღლებისაკენ, და მისი კოგნიტური უნარების მაქსიმალურად წარმოჩენისაკენ.
2022-2023 სასწავლო წლის 1-ელ სემესტრში კლუბის მუშაობა
მიმდინარეობდა როგორც პირისპირ (სკოლაში), ასევე დისტანციურად (Teams-ის პლატფორმაზე).
კლუბის წევრები მუშაობდნენ https://www.khanacademy.org/
ონლაინ პლატფორმაზე თავიანთი ექაუნთებით. კლუბის წევრები ეუფლებიან კომპიუტერული პროგრამირების
საწყისებს JavaScript-ის კურსის გამოყენებით. ბავშვებმა თავიანთი შესაძლებლობის მიხედვით
გაიარეს შემდეგი საკითხები:
კოდინგის კლუბის Teams-ის ფაილებში ხდება აგრეთვე კლუბის წევრების ნამუშევრების ატვირთვა.
Комментарии
Отправить комментарий