კოდინგის კლუბის შემაჯამებელი პროექტები
ქუთაისის 33-ე სკოლის კოდინგის შემაჯამებელ პროექტებზე მუშაობა:
ჯგუფი 1: პავლე ოქროჭელიძე (მე-11 კლ), შაქრო ზოსიაშვილი (მე-10 კლ), ბექა ვანეიშვილი (მე-10 კლ)
თამაშის სახელწოდება: „გადაარჩინე ბურთები“
მოკლე აღწერილობა: ბურთები მოძრაობენ ქაოსურად ჩაკეტილ სივრცეში, ანუ ეჯახებიან კედლებს, ჭერს, იატაკს. მოთამაშე კლავიატურის ღილაკით ამოძრავებს დაფას, რომლის დახმარებითაც ცდილობს ბურთები არ დავარდეს იატაკზე. ბურთის თითო გადარჩენა არის 1 ქულა. რეზერვში მოთამაშეს აქვს ე.წ. სიცოცხლე, რაც ნიშნავს თამაშის გაგრძელებას. თამაში იწყება "დაწყების" ღილაკით.
ჯგუფი 2: დავით კელენჯერიძე (მე-8 კლ), გვანცა ჩილინგარაშვილი (მე-9 კლ), ნინო ბერია (მე-9 კლ)
ანიმაციის სახელწოდება: „დრო“
მოკლე აღწერილობა: ჩნდება საათი, რომელზეც მოძრაობს ისრები, შემდეგ იწყება ბუნების მოვლენა, რომელიც დროსთანაა კავშირში.
ჯგუფი 3: ლევანი დონაძე (9 კლ), გვანცა ჩუბინიძე (7 კლ), ანზორი დონაძე (7 კლ), საბა თევდორაძე (7 კლ)
თამაშის სახელწოდება: „მორბენალი კაცუნები“
მოკლე აღწერილობა: რამოდენიმე კაცუნა სტარტს იღებს და სირბილში ეჯიბრება ერთმანეთს სპორტულ ბილიკებზე, კაცუნებს შესაბამისი ნომრები აქვთ. ბავშვები ირჩევენ ნომრებს, თამაში იწყება მაუსის დაწკაპებით. ფინიშზე გამარჯვებული კაცუნა მივა და შესაბამისი მოთამაშე იწერს 4 ქულას, მეორედ მისული 3 ქულას, მესამედ მისული 2 ქულას, ბოლოს მისული იწერს 1 ქულას. ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ 0 ქულა არ იყოს. შემდეგ ისევ სტარტია და ამჯერად გამარჯვებული კაცუნას მფლობელი აწკაპებს მაუსზე თამაშის დაწყებისათვის და ა.შ. თამაში გარკვეულ ქულებამდე გრძელდება.
ჯგუფი 4: ლუკა ლილუაშვილი, ნინი დალაქიშვილი, ლიკა გიორბელიძე, ამიკო კრავიშვილი (მე-9 კლასელები)
თამაშის სახელწოდებაა: „გადათარგმნე“
მოკლე აღწერილობა: თამაში საგანმანათლებლო ხასიათისაა, სათამაშო მოედანზე ჩნდება ქართულად დაწერილი სიტყვა, რომლის ქვემოთ ინგლისური თარგმანის ოთხი ვარიანტია მოცემული. თუ მოთამაშე სწორ ვარიანტს დააწკაპებს, მაშინ პასუხი გამწვანდება, ჩნდება აპლოდისმენტები და მოთამაშეს ქულა ემატება. ასე გრძელდება გარკვეულ რაოდენობამდე.
Комментарии
Отправить комментарий