დისტანციური სტუმარი კოდინგელებთან

    2020-2021 სასწავლო სლის მე-2 სემესტრში კოდინგის კლუბის წევრებთან დაიგეგმა სამუშაო შეხვედრები პროგრამირების შესავლისათვის. ამისათვის შეირჩა ვიზუალური პროგრამული ენის პლატფორმა Scratch-ის ბაზაზე. 

   კოდინგის კლუბის წევრებთან, კლუბის ორგანიზატორებმა და სსიპ 33-ე საჯარო სკოლის დირექტორმა ქალბატონმა მარინა ისკაკოვამ, მოაწყვეს დისტანციური შეხვედრა ისტ-ის საგანმანათლებლო პროგრამების და ჯეოლაბის ხელმძღვანელთან,  ილიას უნივერსიტეტის პროფესორთან ბატონ ალექსანდრე ასათიანთან. ბატონი ალექსანდრე სიამოვნებით ჩაერთო კოდინგის კლუბის შეხვედრაზე, ძალიან საინტერესოდ გააცნო კლუბის წევრებს პროგრამირების საწყისები და უპასუხა ბავშვების შეკითხვებს.






   შეხვედრა იყო ნაყოფიერი, რამაც კლასგარეშე მეცადინეობების  კარგი მოტივაცია მისცა კლუბის წევრებს პროგრამირების შესასწავლად.

Комментарии

Популярные сообщения