1-ლი სემესტრის შეჯამება
კლუბის სამუშაო რეჟიმის ინოვაციურობა მდგომარეობს შემდეგში: ყოველ თემას ხანის აკადემიის პლატფორმაზე აქვს შესაბამისი ვიდეოგაკვეთილი, პრაქტიკული სავარჯიშო და დავალება, რასაც კლუბის წევრები დამოუკიდებლად ასრულებენ სახლში. კლუბის შეხვედრაზე ხდება თითოეული წევრის მიერ შესრულებული დავალების პრეზენტაცა, პრეზენტატორი საუბრობს რა გაუადვილდა, რა გაუჭირდა, რა პრობლემის წინ დადგა, მას კითხვებს უსვამენ კლუბის დანარჩენი წევრები. იქვე ხდება გაურკვევლი საკითხების ახსნა-განმარტებაც. ყველაფერ ამას ფასილიტაციას უწევენ კლუბის ხელმძღვანელები: ამავე სკოლის ისტ-ის პედაგოგი ნათია კამკამიძე და მათემატიკის პედაგოგი მაია კაკაბაძე.
ეს არის ძალიან საქმიანი, ბავშვების მოტივაციაზე აგებული და მაქსიმალურ შედეგზე გათვლილი რეჟიმი.კლუბის წევრების მიერ შესრულებულ რამოდენიმე დავალება:
Комментарии
Отправить комментарий