მე-2 სემესტრის შეჯამება

 როგორც უკვე ვთქვით, 2020-2021 სასწავლო წლის მე-2 სემესტრი მთლიანად პროგრამირების საწყისების გაცნობა-დაუფლებას დაეთმო. ამისათვის გამოყენებული იყო ვიზუალური პროგრამირების პლატფორმა Scratch. 

  კლუბის დისტანციური შეხვედრები ტარდებოდა რეგულარულად, გაკვეთილების შემდეგ საღამოს საათებში, Microsoft Teams-ის პლატფორმაზე. 

 კლუბის წევრები თავისუფალი რეჟიმით მუშაობდნენ, მიწოდებული ქონდათ ელექტრონული რესურსები და გარდა შეხვედრებისა მათ შეეძლოთ ჩატის საშუალებით  კითხვებზე  მიეღოთ პასუხები.

 კლუბის წევრებმა, მე-4, მე-5 კლასელებმა ბევრი საინტერესო ნამუშევარი შექმნეს Scratch-ში. შემაჯამებელ შეხვერაზე, ყველა ნამუშევარი ვნახეთ, ბავშვებმა თემებიც თვითონ შეარჩიეს და სცენარიც თვითონ დაწერეს, რათქმა უნდა ჩემი და ერთმანეთის დახმარებით. ეს ნამუშევრებია:



"თხა და გიგო:; "ტოლერანტობა"; "როგორ ვისწავლოთ ინგლისური"; "პიკნიკის საფრთხეები"; "სუფთა წყალი"; "ჩვენი სკოლის ეზო"; "მოდი ნახე"; "მფრინავი კატა"; "კურდღელი და კუ".

   განსაკუთრებული მოწონება ხვდა წილად მე-4 კლასელის ნამუშევარს "პიკნიკის საფრთხეები". წარმოგიდგენთ ამ ნამუშევარს:



  დაიგეგმა ზაფხულის კოდინგის ონლაინ შეხვედრები აგვისტოს შუა რიცხვებიდან.

წარმატებულ ზაფხულს გისურვებთ კოდინგელებო. 

მომავალ შეხვედრამდე.

Комментарии

Популярные сообщения