კლუბის სამუშაო შეხვედრები
2020-2021 სასწავლო წლის მე-2 სემესტრი მთლიანად პროგრამირების საწყისების გაცნობა-დაუფლებას დაეთმო. ამისათვის გამოყენებული იყო ვიზუალური პროგრამირების პლატფორმა Scratch.
კლუბის დისტანციური შეხვედრები ტარდებოდა რეგულარულად, გაკვეთილების შემდეგ საღამოს საათებში, Microsoft Teams-ის პლატფორმაზე.
კლუბის წევრები თავისუფალი რეჟიმით მუშაობდნენ, მიწოდებული ქონდათ ელექტრონული რესურსები და გარდა შეხვედრებისა მათ შეეძლოთ ჩატის საშუალებით კითხვებზე მიეღოთ პასუხები.
კლუბის წევრებისათვის კოდინგის შეხვედრები იყო ძალიან ნაყოფიერი, რადგან გარდა პროგრამირების სწავლის უნარებისა მათ შეიძინეს ბევრი უნარი, როგორ ისწავლონ და იმუშაონ საკუთარ თავზე გარკვეული მიზნის მისაღწევად.
Комментарии
Отправить комментарий